სასწრაფოდ: ლიტვაში საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე ლიტვაში დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივ მედიას ლიტვის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის წარმომადგენელმა გედრიუს მიშუტისმა მიაწოდა.
დაკავება რუსეთის მოთხოვნით მოხდა. ზურაბ მაისურაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ტერორისტული საქმიანობისთვის იძებნებოდა.
მაისურაძე ლიტვის დედაქალაქში კიევიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ მას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღეში მაისურაძის ექსტრადირების საკითხი განიხილება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები