ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დევნოზაშვილს ბრალი ჟურნალისტის შანტაჟისთვისაც აქვს წარდგენილი

“დავით დევნოზაშვილს ჟურნალისტის შანტაჟისთვისაც აქვს ბრალდება წარდგენილი და ამ საქმით გამოძიება დაინტერესებულია”, – ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კაციტაძემ საქმის დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.
„ამ საქმით დაინტერესებულია უკვე პროკურატურა. ამ საქმეზეც აქვს ბრალდება მას წარდგენილი, რომ აშანტაჟებდა ჟურნალისტს, თუმცა  საქმეს გრიფი “საიდუმლო” აქვს მინიჭებული და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ საქმემ სასამართლო განხილვის ეტაპი გაიარა და მას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება“, – განაცხადა კაციტაძემ.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, რომელიც ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გუშინ დააკავეს, ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტს, ქ.ჯ-ს აშანტაჟებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები