კობა გვენეტაძე: შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველაფრის ფასები იზრდება

შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფრის ფასები იზრდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ინფლაციასთან დაკავშირებით დღეს ცუდი სიტუაცია ნამდვილად არ არის, რადგან მისივე მტკიცებით, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულთან დაკავშირებით კარგად იზრუნა.
„არსებობს სხვადასხვა ფაქტორი – აქციზების მატება, ნავთობთან დაკავშირებით შეინიშნება გარკვეულწილად ფასების მატება, მაგრამ ასევე არის სხვა მიმდინარეობები და მოვლენები, ასევე 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენც ახლა მივიღეთ. ყველა ამ საკითხს გავაანალიზებთ. ძალიან ხშირად ისმის ასეთი კომენტარები, რომ ყველაფერი გაძვირდა.
იმისდა მიხედვით, რა ინდექსიც არსებობს და ეს არის საერთაშორისოდ შემუშავებული და ის ინდექსი, რომელიც ყველა მოთხოვნას პასუხობს, ფასების ზრდა საქართველოში არ ყოფილა. ამიტომ ჟურნალისტებს გთხოვთ, რომ როდესაც ამაზე არის საუბარი, იქნება ოფიციალურ სტატისტიკასაც შეხედოთ. შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს ნადვილად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ყველაფერის ფასები იზრდება. ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით დღეს ნამდვილად არ გვაქვს ცუდი სიტუაცია, რადგან ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ კარგად იზრუნა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გავავრძელებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ინფლაცია დარჩეს დაბალი“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, 14 დეკემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება და ცნობილი გახდება, როგორ აფასებს სები იმ რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები