ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ქართული ანბანის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას იუნესკოს მიერ ქართული ანბანის სამი სახეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა მიულოცა.
ირაკლი კობახიძემ იუნესკოს გადაწყვეტილებას უდიდესი მიღწევა უწოდა. მანვე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
“გუშინ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვულოცავ თითოეულ თქვენგანს, ვულოცავ მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს ამ აღიარებას. მადლობა კულტურის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლებმაც 2015 წელს ამ ნომინაციაზე წარადგინეს ქართული ანბანი და მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს ამ აღიარების მოსაპოვებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული დამწერლობის სამ სახეობას – ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას – ასომთავრული, მხედრული, და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას – იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება იუნესკომ მე-11 სესიაზე მიიღო, რომელიც ეთიოპიაში იმართება”,- განმარტეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები