თეატრში, სადაც გიორგი ცაბაძე გარდაიცვალა, კომპოზიტორის ხსოვნის საღამო მიმდინარეობს
ამ წუთებში გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში კომპოზიტორ გოგი ცაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო იმართება.
ქართველი კომპოზიტორი 30 წლის წინ, 30 ნოემბერს, გორის თეატრის სცენაზე გულის შეტევით გარდაიცვალა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ცნობა გორში 1984 წლს კომპოზიტორის ვიზიტის შესახებ. „1984 წელს მას 60 წელი შეუსრულდა. ოცნებობდა, მეგობრებთან ერთად ეს იუბილე გორში გადაეხადა. ოცნება მხოლოდ ორი წლის შემდეგ აუხდა. ხალხით სავსე თეატრში სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მომღერლები. საღამო სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე. ბოლო სიმღერა გოგი ცაბაძემ იმღერა… ზოგი ასეთ სიკვდილს ბედნიერებად თვლის, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს. შემოქმედი ბოლომდე დაიწვა თავისი ხალხისათვის, და გულმაც მეტს ვეღარ გაუძლო. ეს მოხდა 1986 წლის 30 ნოემბერს. დარბაზში ჯერ ისევ ოვაციები ისმოდა, კულისებში გასულ ცაბაძეს კი გულმა მაინც უღალატა“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებულ, კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილ წერილში.