ზამთრის კინოჩვენებები „მზიურში“ დანიელი რეჟისორის ფილმით იწყება

 2 დეკემბერს, 20:00 საათზე, „მზიურში“ ზამთრის კინოჩვენებები იწყება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ზამთრის კინოჩვენებები იწყება დანიელი რეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის ფილმით „წყვდიადში მოცეკვავე” (Dancer in the Dark). ამჯერად ჩვენებები კაფეს შიდა სივრცეში გაიმართება.
ემიგრანტი სელმა ჩეხი  უცხო ქვეყანაში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ის სიბრმავის პირასაა, რომელიც გენეტიკურად ერგო. მისი მიზანი ფულის დაგროვებაა შვილის ძვირად ღირებული ოპერაციისთვის, რათა აარიდოს მას მსგავსი ხვედრი.
როგორ ახერხებს ის შემზადებას წყვდიადში ცხოვრებისთვის, რომელსაც სულ უფრო და უფრო შეიგრძნობს?!..
…და რა ხდება მაშინ, როცა ის ამ საიდუმლოს ამხელს?!
ცხოვრების ამ ურთულესი ბარიერის გადალახვისას, ის ყველაზე უარესს აწყდება – სასტიკ უსამართლობას.
ფილმში მთავარ როლს ისლანდიელი მომღერალი, ბიორკი ასრულებს, რომელმაც კანის კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა; ხოლო თავად ფილმმა – ოქროს პალმის რტო.
რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი.
ჟანრი: დრამა, მიუზიკლი.
წელი: 2000
ქრონომეტრაჟი: 140 წთ.
ენა: ქართული.
ჩვენების ორგანიზატორი: ნინი პაპუნიდი.
„მზიურის“ თავისუფალი ჩვენებები იმართება პროექტ “ახალი მზიურისა” და “ფონდი აჰუაჰუ თავისუფალი კინოჩვენებებისთვის” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
ჩვენებების პარტნიორია “აჭარანეტი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები