თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი: ArtDoll Tbilisi – 2016 გაიმართება

3-5 დეკემბერს, 17:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი:  ArtDoll Tbilisi 2016.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალში მოწვეულნი არიან ძალიან ცნობილი მეთოჯინეები სხვადასხვა ქვეყნიდან.
მეთოჯინეები არიან:
პიარვიევზ გუსეინოვი, ირინა გუნდორინა  (აზერბაიჯანი) კატარინა ვეშტაკი, ლაურა სკატოლინი  (იტალია), ანნადან, პეტრო პინჩუკი, ოქსანა ვოროპაი  (უკრაინა), ვერონიკა სიდო (ჩეხეთი), კატარინა ვეშტაკი, ლაურა სკატოლინი  (იტალია), სვეტლანა ფჩელნიკოვა, ტარვი პინკი (ესტონეთი), ვიქტორ გრიგორიევი, ოლგა იეგუვეცი  (რუსეთი).
ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გამორჩეული ქარველი მეთოჯინეები – თამარ კვესიტაძე, ლევან ბუჯიაშვილი, თორნიკე გოგინაშვილი, თეა გუნთაიშვილი, ბაჩო ცანავა, თინათინ მაღალაშვილი, მაია ალადაშვილი, დენის გონობოლინ, ელენა ინჯია, ქეთი ძიძიგური და სხვები, დაახლოებით 20 მონაწილე.
პროექტის ორგანიზატორია საქართველოს მეთოჯინეების გაერთიანება “ჯეოდოლ”, პროექტს მხარს უჭერს და აფინანსებს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები