„დამწერლობები კავკასიაში“ – კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

1-3 დეკემბერს, 10:00 საათზე, კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. კონგრესის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონგრესის წამყვანი თემაა „დამწერლობები კავკასიაში“. კონგრესის მიზანია კავკასიის დამწერლობებთან დაკავშირებულ პრობლემათა ინტერდისციპლინური კვლევა და სათანადო საკითხების მეცნიერული ანალიზი; ეს საკითხებია:
კავკასიის ანბანურ დამწერლობათა (ქართული, ალბანური, სომხური) ისტორიული სახეები და ამ ანბანთა განვითარების პერიოდიზაცია; თეორიები კავკასიის ანბანთა წარმოშობის შესახებ; კავკასიის დამწერლობები კომპარატივისტულ ჭრილში; ეპიგრაფიკა კავკასიის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლური ენების დამწერლობათა კავკასიური ენებისათვის გამოყენება; წარმართული ეპოქის წერილობითი სისტემები; კავკასიის ახალ სამწერლობო ენათა ანბანები; ერთიანი საერთაშორისო სატრანსკრიფციო სისტემა; დამწერლობა – როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი; წერის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკის სემანტიკურ-ეტიმოლოგიური საკითხები; დამწერლობის კრიპტოგრაფიული სისტემები; ანბანთან დაკავშირებული თვლისა და კალენდრის ძველი სისტემები და სხვ.
კონგრესის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები