“სხვისი სახლი” პრესის საერთაშორისო აკადემიის პრიზის “სატელიტის” მფლობელია

პრესის საერთაშორისო აკადემიამ დააანონსა ის 12 ფილმი, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში პრესის საერთაშორისო აკადემიის პრიზების მოსაპოვებლად იბრძოლებენ. დაჯილდოების ცერემონიალი ლოს-ანჯელესში 19 თებერვალს გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნომინანტების გარდა, ცნობილი გახდა სპეციალური ჯილდოების მფლობელების ვინაობაც, რომელთაც „სატელიტი” კინემატოგრაფში განსაკუთრებული მიღწევებისთვის გადაეცათ.
ერთ-ერთი ასეთი ჯილდო ქართულ ფილმს “სხვისი სახლი” ხვდა წილად, როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარს.
პრესის საერთაშორისო აკადემია გლობალური ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალი ჟურნალისტებისგან არის დაკომპლექტებული.
“სატელიტის” ჯილდო 1996 წლიდან გაიცემა და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითველება.
“სხვისი სახლი” საქართველოს კანდიდატი ფილმია „ოსკარზე“, რომელმაც უკვე არაერთი  საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები