„პეპი გრძელიწინდას“ პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.
2 დეკემბერს, 19 საათზე, დიდ სცენაზე, გაიმართება „პეპი გრძელიწინდას“ პრემიერა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ნაწარმოებს რეჟისორი გიორგი თავაძე დგამს. ლინდგრენისეულ სამყაროს სცენაზე მხატვარი ანა კალატოზიშვილი გააცოცხლებს. მუსიკალური გაფორმება დავით თავაძეს ეკუთვნის, სპექტაკლის ქორეოგრაფი ანანო სამსონაძეა, ხოლო სასცენო მოძრაობა პაატა მხეიძეს ეკუთვნის.
პეპი გრძელიწინდას მსახიობი ხატია მექლაძე განასახიერებს, ტომის – რატი ნავაძე და თორნიკე ქინქლაძე, ანიკას – ირინე კუკულაძე და თამარ ცქვიტინიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები.
„პეპი გრძელიწინდას“ პრემიერის დადგმა განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. „პეპი გრძელიწინდას“ პრემიერასთან დაკავშირებით ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების: „პეპი გრძელიწინდა“ და „ემილის თავგადასავალი“ მიხედვით (სპექტაკლები, რომლებიც დაიდგა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე) გამოცხადდა ფოტოკონკურსი „ყველაზე ორიგინალური პეპისა და ემილის“ გამოსავლენად. თეატრის ფეისბუქის გვერდზე 14 ნოემბერს, შვედი მწერლის დაბადების დღეს აიტვირთა  კონკურსანტების ფოტოები. გამარჯვებულები მოწონებების  მიხედვით 30 ნოემბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ მიერ დაწესებული პრიზები და პრემიერის მოსაწვევები გადაეცემათ.

სპექტაკლის შესახებ:

რეჟისორ გიორგი თავაძეს სპექტაკლში შემოჰყავს ხანდაზმული ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟი, რომელიც იხსენებს საკუთარ ბავშვობას. მოგვითხრობს მხიარულ და ონავარ გოგონაზე, რომელიც ვილა „ყიყლიყოში“ საყვარელ მაიმუნთან და ცხენთან ერთად ცხოვრობდა. ჟღალკიკინებიანი, მოცინარი თვალების, ჭორფლიანი სახისა და კეთილი გულის გოგონა სპექტაკლის მთავარი გმირია. თუმცა მასაც აქვს ნაკლი – ფეთხუმი, მსუნაგი და ცრუპენტელაა, სამაგიეროდ, სამართლიანია. რა ვუყოთ, რომ უფროსებს  მისი არ ესმით?!  პოლიციელებს, მასწავლებელს, ცირკის დირექტორსა და მისის უახლოესი მეგობრების დედასაც კი პეპის „გამოსწორება“ სურთ. ამიტომაც პეპის ყველაზე მეტად არ უნდა გაიზარდოს.

თარგმანი ჯენეტ ბაჯელიძის, ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძე; მხატვარი ანა კალატოზიშვილი; მუსიკალური გაფორმება დავით თავაძის; ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე; სასცენო მოძრაობა პაატა მხეიძის; რეჟისორის თანაშემწე ნატალია არველაძე;

  • პეპი – ხატია მელქაძე / ანა ზამბახიძე
  • ტომი – რატი ნავაძე / თორნიკე ქინქლაძე
  • ანიკა – ირინე კუკულაძე / თამარ ცქვიტინიძე
  • მამა, პირველი პოლიციელი – მამუკა ბოგვერაძე / პაატა მხეიძე
  • მეორე პოლიციელი – კახა გაბელაია / ნიკოლოზ კვანტალიანი
  • ქალი-პოლიციელი – ანი მღებრიშვილი / ქეთი ქიტიაშვილი
  • ხანშიშესული ქალი – ასმათ ქურციკიძე / ქეთევან შერვაშიძე
  • მაიმუნი – გიორგი ჩიქობავა / დენ ხლიბოვი
  • პირველი ბიჭი – დიმიტრი თარბაია / ცოტნე საგინაძე
  • მეორე ბიჭი – ლაშა გრძელიძე / ლექსო ლობოვი
  • ვილე, ასისტენტი – ლიკა შუკაკიძე / თამარ ჭანუყვაძე
  • ფრუ სვანტენსონი, გამყიდველი – სოფიო ებრალიძე / ნათია კუპატაძე
  • ლაურა, ავრორა – ეკატერინე შარიქაძე / ნინო შუშიაშვილი
  • ფრუ პეტერსენი, ექიმი – ხათუნა ბერძენიშვილი / ანა ხუროშვილი
  • გუსტავსონი, თეატრის დირექტორი – ნინო ლორთქიფანიძე / მაია ჩართოლანი
  • ფრეკენ როზენბლუმი – მაკა ბარდაველიძე / ნინო ლეჟავა
  • ქალაბიჭა, ფრიდა, გოგო – თამარ ლორთქიფანიძე / სოფიო ფერაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები