სანდრო დარსაველიძის ფოტოგამოფენა გაიხსნება

30 ნოემბერს, 18:00 საათზე, „ღია გალერეაში“ სანდრო დარსაველიძის ფოტოგამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სანდრო დარსაველიძე 23 წლის დამწყები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. მისი ხელოვნება კარგად ასახავს ქალაქის რიტმს და ლანდშაფტს, ნამუშევრების დიდი ნაწილი თამამი კომპოზიციებით გამოირჩევა.
სანდროს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. იგი პოპულარული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ აუტისტი პერსონაჟის, ირაკლის პროტოტიპია. ვისაც სერიალი გინახავთ, გემახსოვრებათ, რომ ირაკლიც ფოტოგრაფიით არის გატაცებული.
სანდროს შესაძლებლობები და ინტერესები შეუზღუდავია. იგი ხატავს. უყვარს კომიქსები და კინოფილმები. ილიაუნისთან არსებულ სასწავლო ტელეცენტრში ფოტოგრაფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სტაჟირება გაიარა ილიაუნის მედიაცენტრში. ამჟამად პროფესიულ ფოტოხელოვნებას ეუფლება გურამ წიბახაშვილის სტუდიაში.
მწვავედ განიცდის უსამართლობას, რაც მის შემოქმედებაშიც ხშირად აისახება.
სანდროს პერსონალური გამოფენა ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” „ღია გალერეაში“ გაიმართება. ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე გამოფენაა, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების შესაძლებლობებს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები