საქართველოს პრეზიდენტს თორმეტი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები თორმეტი ქვეყნის: პერუს რესპუბლიკის, ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის, შრილანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს, ეკვადორის რესპუბლიკის, კანადის, კოლუმბიის რესპუბლიკის, ბურკინა-ფასოს, ფინეთის რესპუბლიკის, ირლანდიის, ინდოეთის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ესაუბრა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.