სამართალდამცველებმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს
სამართალდამცველებმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯემალ დუმბაძე დააკავეს. აღნიშნული ფაქტი “კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ბრალი დღეს წარედგინება.