თელაველი მარტოხელა მოხუცის გამოფენას ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ელენე ლუხუტაშვილის გამოფენა გაიმართება. 88 წლის ელენე ლუხუტაშვილი თელავში ცხოვრობს. 14976858_525155561014458_7025793188699069804_o
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, მისი ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ემიგრანტის ცისნამი საყვარლიშვილის ინიციატივით იმართება.
მარტოხელა მოხუცის შემოქმედება საუცხოოა. ნახატები შექმნილია შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით და ცემენტის და ქვიშის გამოყენებით. თავად ქალბატონი ელენეს ცხოვრების ისტორიაც ძალიან საინტერესო და სევდიანია. ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს და რაღაც ამბავს გვიყვება.
16 და 17 დეკემბერს ყველა მსურველს ექნება საშუალება, იხილოს ელენე ლუხუტაშვილის  ნამუშევრები საჯარო ბიბლიოთეკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები