„რეგტაიმი“ – ილიაუნის კლუბში რომანის წარდგინება გაიმართება

1-ლ დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „არეტე“  ე.ლ. დოქტოროუს წიგნის წარდგინებას მართავს.
როგორც „კვირას“ ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში განუცხადეს, რომანი „რეგტაიმი“ ქართულად პირველად ითარგმნა. წიგნს მთარგმნელი, თამარ სუხიშვილი წარადგენს.
„რეგტაიმი“ ბრწყინვალე მაგალითია, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ისტორიული ბელეტრისტიკა, როცა უამრავი რეალური და გამოგონებული მოვლენა და პერსონაჟი, როგორც სხვადასხვა ფერის ნაჭრებისაგან შეკერილი საბანი, ერთ მთლიანობად აღიქმება; როცა ამბები და გმირები ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული და სამასგვერდიან რომანში ჩატეული. უბადლოდ არის გადმოცემული ამერიკის, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკის პორტრეტი, მისი სუნთქვა და სული“,  – აღნიშნავს კინორეჟისორი ირაკლი მახარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები