გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის – “მებრძოლის” წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის, „მებრძოლის“ წევრებს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენებს ოლიმპიადა “რიო 2016”-ზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
კლუბის წევრებმა: ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) საქართველოს ნაკრების სახელით, ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს.
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. „მებრძოლმა“ 2015 წლის დეკემბერში ევროპული საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ტურნირი – „ოქროს ლიგა“ მოიგო. ქართული ძიუდოს ისტორიაში, შსს-ს გუნდმა პირველმა შეძლო ამ უმაღლესი რანგის ტურნირის თასის მოგება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია. ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები