პრემიერა – ბრანდონ ტომასის „ჩარლის დეიდას“ ახმეტელის თეატრი უმასპინძლებს

30  ნოემბერს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა – ბრანდონ ტომასის ცნობილი ნაწარმოების „ჩარლის დეიდას“ მოტივებზე  ახალგაზრდული,  შემეცნებითი სპექტაკლი რეჟისორმა ნინო შოთაძემ დადგა.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, პიესის სიუჟეტი თანამედროვე, უმუშევრად დარჩენილი, ოდესღაც საშუალო ფენის წარმომადგენლების ყოფას აღწერს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო პესიმიზმში ჩავარდნილან… აღარ ეძებენ სამსახურს, ჩარლის ბრაზილიელი, მილიონერი დეიდის ვიზიტი მათთვის ღვთის წყალობაა… გაუთვალისწინებელი მიზეზების წყალობით, დეიდა ჩამოსვლას აგვიანებს, ამიტომ პიესის მთავარი გმირები რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებენ: დეიდას როლი ერთ-ერთმა ბიჭმა უნდა მოირგოს…
სპექტაკლის რეჟისორია ნინო შოთაძე, მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, ქორეოგრაფი – გიორგი რაზმაძე; მონაწილეობენ: გიგი მიგრიაული, გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, გიორგი გასვიანი, თათული ედიშერაშვილი, იუკა ვასაძე, თინა გვაზავა, მაიკო ვაწაძე, გვანცა კანდელაკი, სოფია სებისკვერაძე, ოთო ჩიქობავა, ნინო ციმაკურიძე, თამთა პატაშური.
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები