ფრანსუა ტრიუფო ქართულად, – წიგნის წარდგინება გაიმართება

29 ნოემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ტრიუფოს წერილების პირველი ქართული გამოცემის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სტატიები კინოს შესახებ, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი (ფრანგული გამოცემა: Francois Truffaut: Le Plaisir des yeux; გამომცემელი: Cahiers Du Cinema), ტრიუფოს არაჩვეულებრივი კარიერის სხვადასხვა ეტაპზეა დაწერილი გამოცემებისთვის. მათი წიგნად თავმოყრა კი მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეგობრებმა შეძლეს.
„ვიმედოვნებთ, რომ ტრიუფოს ეს საკულტო წერილები საინტერესო იქნება როგორც ქართველი სტუდენტებისთვის, ისე ფრანგული კულტურითა და მსოფლიო კინემატოგრაფიით დაინტერესებული ადამიანებისთვის“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
წიგნი ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, ნუცა-ალექსი მესხიშვილმა, რომელიც თავად წარადგენს წიგნს.
წარდგინებას დაესწრება თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე, ლეგენდარული მსახიობი ალექსანდრა სტიუარტი.
წარდგინების დასრულების შემდეგ გაიმართება ფრანსუა ტრიუფოს ფილმის, ,,ამერიკული ღამე” (1973) ჩვენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები