ცნობილი იტალიელი სეტ-დიზაინერის, ფრანჩესკა ბოკას მასტერკლასი გაიმართება

29 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,Rooms”-ში (მ.კოსტავას #14), თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ცნობილი იტალიელი სეტ-დიზაინერის, ფრანჩესკა ბოკას მასტერკლასი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მასტერკლასის დროს, ფრანჩესკა ბოკა ისაუბრებს მისი შემოქმედებითი გამოცდილების შესახებ სხვადასხვა რეჟისორთან, როგორიც არის: დევიდე ფერარიო, დარიო არჯენტო, ჯანლუკა მარია ტავარელი და ჯიანი ამელიო. კონკრეტული ფილმების მაგალითზე, ის ისაუბრებს, თუ რა არის სეტ-დიზაინერის როლი ფილმის შექმნის დროს და რა თანამედროვე ტენდენციები თუ შესაძლებლობები არსებობს კინემატოგრაფში საინტერესო და ეფექტური სეტ- დიზაინის შესაქმნელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები