ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

 29 ნოემბერს, 17:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში  ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ზაალ სულაკაურის სტუდია 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ მრავალი გამოფენა გამართა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სტუდია ორიენტირებულია ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის განვითარებასა და განათლებაზე. პატარა მხატვრები სწავლობენ საკუთარი წარმოსახვისა და განცდების გამოხატვას, ცდილობენ განსხვავებულად და ახლებურად აღიქვან სამყარო.
ტრადიციისამებრ, სტუდიაში ყოველ წელს იმართება შემოდგომის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.  წელს ამ გამოფენას იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები