„ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში” – გამოფენა გაიხსნება

 დღეს, 28 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში”. გამოფენა ეძღვნება ოთარ იოსელიანის ფილმის “გიორგობისთვე” 50 წლის საიუბილეო თარიღს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ იოსელიანის პირად არქივში დაცული სხვადასხვა წლებში შესრულებული 50 გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფილმი „გიორგობისთვე“ კადრირებით, რომელსაც თან ერთვის თავად რეჟისორის მინაწერები.
28 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ფილმის კინოჩვენება.
გამოფენის ორგანიზატორია საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოვინო“. გამოფენა 2016 წლის 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები