გიორგი კვირიკაშვილი – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაიხვეწება

კიდევ უფრო დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გახდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ზედამხედველობის სისტემა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
კვირიკაშვილმა დღეს სასამართლო რეფორმის გაგრძელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღაზე მუშაობის პროცესი პარლამენტის პირველივე სხდომებზე დაიწყება.
”ძლიერი კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. ჩვენ, პარლამენტის პირველივე სესიებიდან დავიწყებთ მუშაობას სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს.
”დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის, დაინერგება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის სისტემა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს პირადად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო. ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ, მათი მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები