ირმა ინაშვილმა მისთვის კომპეტენტური მინისტრობის კანდიდატები დაასახელა

„წარმოდგენილ შემადგენლობაში არიან ის მინისტრები, რომელთა საქმიანობას კარგად ვიცნობთ. ბევრი მათგანი ჩვენი თანამებრძოლი იყო ბოლო 10-12 წლის განმავლობაში“ – ამის შესახებ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, მინისტრთა კანდიდატებს შორის არიან ისეთებიც, რომლებთან ერთადაც იგი მიხეილ სააკაშვილისდროინდელ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა.
„ამ კანდიდატთა შორის არიან ქალბატონი თეა წულუკიანი, ბატონი კახი კახიშვილი, ვიქტორ დოლიძე, სოზარ სუბარი. ჩვენ ძალიან ბევრი მოვლენა ერთად გავიარეთ, ასე, რომ ჩვენ დავსვამთ კონკრეტულ და მწვავე შეკითხვებს სხვა მინისტრებთან მიმართებაში, მაგრამ ჩემი მხრიდან მინდა დავაფიქსირო კონკრეტული მინისტრებისადმი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ძალიან კომპეტენტური კანდიდატი გვყავს თეა წულუკიანის სახით, ძალიან კარგად და კომპეტენტურად უძღვება ქალბატონი თეა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას და იმ ურთულეს რეფორმებს, რომელიც ამ სფეროში ვითარდება. ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ კახიშვილის საქმიანობას იმ პოსტზე, სადაც იყო. მიდის სისტემის ჰუმანიზაციის პროცესი, არაერთი ნოვატორული იდეა და პროექტი ხორციელდება, რასაც მე უაღრესად ვაფასებ“, – განაცხადა ინაშვილმა.
გამორჩეულ კანდიდატებს შორის მოხვდა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატიც.
ინაშვილმა, დავით სერგეენკოს დიდ მადლობა გადაუხადა ცე -ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები