ინაშვილი აგულაშვილს: ახლა მშვიდად მიყურებთ ბატონო გიგლა ფიქრობთ, რომ გადარჩით (ვიდეო)

ახლა მშვიდად მიყურებთ ბატონო გიგლა ფიქრობთ, რომ გადარჩით, – ამ სიტყვებით მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს და ის საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
“ახლა მშვიდად მიყურებთ ბატონო გიგლა ფიქრობთ, რომ გადარჩით, წლები გავა, ასე სააკაშვილსაც ეგონა, რომ გადარჩა, მაგრამ მერე ჩემი მარჯვენა ხელით გავრცელებული კადრებით დაემხო. მე არავის არ ვუკარგავ წვლილს და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ჩვენ ვერ შევძლებდით, იმ რეჟიმის განეიტრალებას და თქვენ ნუ გექნებათ იმედი რომ ასე მშვიდად იჯდებით”, – მიმართა ინაშვილმა აგულაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები