აპატურაი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე: „შეთანხმების“ რატიფიკაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიკაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, აღნიშნული, რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს 2008 წლის შეთანხმების შესაბამისად.
როგორც აპატურაი აღნიშნავს, „შეთანხმება“ არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას.
„ნატო-ს პოზიცია უცვლელი რჩება: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და საქართველოს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს აპატურაი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ე.წ. კანონს 22 ნოემბერს მოაწერა ხელი მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს, სახელმწიფო სათათბირომ, 16 ნოემბერს კი, ფედერაციის საბჭომ მისი „რატიფიცირება„ მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები