გიორგი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში, ალან დუკანს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს საოკუპაციო ხაზის მონახულებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი.
„შეხვედრისას განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, იმ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ბრიტანეთის უფრო მეტ ჩართულობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, როგორიცაა „ვორდროპის” დიალოგი, რომელიც ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები