მე-9 მოწვევის პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას 26 ნოემბერს გამოუცხადებს

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ნოემბერს, 12:00 საათზე დანიშნა. რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა უყარონ კენჭი. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 26 ნოემბრის 12 საათიდან შემდეგი დღის წესრიგით – საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა.
სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ.“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები