მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა პარლამენტის კიდევ რამდენიმე კომიტეტმა გამოუცხადა

მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა პარლამენტის კიდევ რამდენიმე კომიტეტმა გამოუცხადა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 8 წევრიდან მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 7-მა წევრმა გამოუცხადა; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 12 წევრიდან 9-მ; რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 10 ხმით, 1-ის წინააღმდეგ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 9 დეპუტატიდან სხდომას 9-ვე დაესწრო და მთავრობას 9-ვემ მხარი დაუჭირა. აღნიშნული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები