რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი – უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება 2016 წელს ვერ მოხდება

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე საქართველოსთან და უკრაინასთან შეთანხმება 2016 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ამის შესახებ ტვიტერში რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს.
მისივე თქმით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება საფრანგეთში 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ მოხდება, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ამ ქვეყნებიდან ევროპაში მიგრანტების რაოდენობა გარკვეულ დასაშვებ ნიშნულს გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები