გენშტაბის უფროსის მოადგილეებად ნიკოლოზ ჯანჯღავა, ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე დაინიშნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავისი მოადგილეები წარადგინა.
გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე იქნება პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, მოადგილეები – ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე.
ჩაჩიბაიას განცხადებით, ნიკა ჯანჯღავა ორმხრივ თანამშრომლობასა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე იზრუნებს. ნიკა ჯანჯღავა პასუხისმგებელი იქნება ნატო-საქართველოს პაკეტის იმპლემენტაციასა და აღსრულების პროცესზე. ასევე, ჩართული იქნება სასწავლო პროცესში და საერთაშორისო ღონისძიებებში.
რაც შეეხება ზაზა ჩხაიძეს, იგი შტაბის დირექტორი იქნება.
მისივე თქმით, შალვა ჯაბახიძე უზრუნველყოფს სამანევრო ელემენტებზე პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფის საბრძოლო ელემენტებს.
გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვახტანგ კაპანაძე შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები