ლევან იზორია: ვფიქრობთ, რომ ავიაცია საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას განცხადებით, უწყება ავიაციის მიმართულებითაც გეგმავს ოპტიმიზაციას. როგორც იზორიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ის მიიჩნევს, რომ ავიაცია საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს.
„ჩვენ ვგეგმავთ ოპტიმიზაციას ავიაციაშიც. კერძოდ, ვფიქრობთ, რომ ავიაცია საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემას უფრო მეტი დატვირთვა ექნება. გამომდინარე ჩვენი კონცეფციიდან, რომელიც ეროვნული თავდაცვის კონცეფციას უკავშირდება.
მე დასაწყისში მოგახსენეთ, რომ ჩვენი რეფორმები გამომდინარეობს ჩვენი რეალური რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან. ბუნებრივია, ყველა კლასიკური კომპონენტის საქართველოს რეალობაში ასახვა ჩემთვის როგორ საქართველოს მოქალაქისთვის მისასალმებელი და კარგია, მაგრამ ჩვენი რესურსები შეზღუდულია. ამიტომ, როდესაც რესურსებისა და ამოცანების პროპორციულობაზე ვსაუბრობ, უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტის შესაძლებლობები, ამიტომ ჩვენ თავს იმის ფუფუნებას ვერ მივცემთ, რომ გამანადგურებლები შევიძინოთ, ეს ათეულ მილიონობით დოლარს უკავშირდება, ამიტომ ძირითადად უნდა გადავიდეთ ისეთ სისტემაზე, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები