ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დღეიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4978 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4903 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6602 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6497 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები