ვლადიმერ ჩაჩიბაია: ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში გარკვეული რეორგანიზაცია იგეგმება

გენშტაბის უფროსი საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობაში რეორგანიზაციას გეგმავს. როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, სტრუქტურაში რეორგანიზაცია იგეგმება.

“ჩვენ გვინდა, საჰაერო სარდლობის კუთხით, გავატაროთ რიგი რეფორმები. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში გარკვეული რეორგანიზაცია იგეგმება. ჩვენი სურვილია, სარდლობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე. ამის შესახებ მომავალში შეიტყობს საზოგადოება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალურად მოხდება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის გადახედვა”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები