ვიქტორ ბუტის ცოლს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მისი ქმრის საქმის გადახედვის იმედი აქვს

რუსეთის მოქალაქის, ვიქტორ ბუტის მეუღლე იმედოვნებს, რომ მისი ქმრის საქმე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადაიხედება. ალ;ა ბუტი აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა და მისი გადახედვა სავსებით რეალურია.
ამასთანავე ამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ბუტის საქმის გადახედვაზე უარი განაცხადა.
ვიქტორ ბუტს აშშ-ის სასამართლომ 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის კოლუმბიის დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის იარაღის დიდი პარტიის მიყიდვაში დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები