თურქეთში კიდევ 15 ათასი სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ 15 ათასი სახელმწიფო  მოხელე დაითხოვა სამსახურიდან. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მათი კავშირის გამო იქნა მიღებული.
ამჟამად სამსახურიდან დათხოვნილი ძალოვანი უწყებების და სახელმწიფო მოხელეთა საერთო რაოდენობა 11 ათასს შეადგენს.
მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ, როდესაც სამხედრო ამბოხება მოხდა, 37 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის,  ოპოზიციური გამომცემლობების  ჟურნალისტები.
დაკავებულთა უმეტესობას ქვეყნის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. გიულენს ანკარა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები