ჩინეთში ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ავარიაში 56 ავტომობილი დაიმტვრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დაშავებულია 37 ადამიანი.
ავარია, სავარაუდოდ, ცუდმა მეტეოპირობებმა გამოიწვია. ავარია პეკინი – კუნმინის ავტომაგისტრალზე მოხდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწიურად ჩინეთში ავტოკატასტროფებში 200 ათასი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები