აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შობის დღესასწაულებზე ევროპაში ტერაქტების საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შობის დღესასწაულებზე მთელი ევროპის ტერიტორიაზე ტერაქტების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დღესასწაულების პერიოდში თავდასხმებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გეგმავს.
ამის გამო სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით ტურისტული ობიექტების დათვალიერების, ტრანსპორტით მგზავრობისა და სხვა ხალხმრავალი ადგილების მონახულების დროს.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა, შესაძლოა, მოაწყონ როგორც ჯგუფებმა, ასევე მარტო მოქმედმა ტერორისტებმა და მათ შეტევებისთვის „როგორც ტრადიციული, ისე არატრივიალური იარაღი გამოიყენონ“.
თავდასხმის ობიექტი შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო მოხელე, ისე კერძო პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები