ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს

გერმანიის პილოტების პროფკავშირმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია “Lufthansa”-ს და მისი შვილობილი კომპანიის, “Eurowings”-ის თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პილოტები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. გაფიცვა ერთ დღე-ღამეს გაგრძელდება.
ავიაკომპანიის პილოტები აცხადებენ, რომ მათი ხელფასები ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. ისინი ხელფასის 20%-ით მომატებას მოითხოვენ.
გაფიცვის გამო ასობით ავიარეისის გაუქმებაა მოსალოდნელი.

_92600643_gettyimages-618562176

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები