იაპონიაში ცუნამის საფრთხე აღარ არსებობს

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, ცუნამის საფრთხის საშიშროება არსებობდა, თუმცა მიწისქვეშა ბიძგებს სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია და ცუნამის საფრთხის შესახებ განგაშიც გაუქმდა.
იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძები დაფიქსირდა. მოგვიანებით, ბიძგები განმეორებით დაფიქსირდა, ამჯერად მისმა სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცუნამის საფრთხის გამო, სანაპირო რაიონებიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა ტალღების სიმაღლემ მხოლოდ 1,4 მეტრს მიაღწია. არ დაზარალებულა არც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური.
2011 წლის მარტში 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრას იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გიგანტური ცუნამი მოჰყვა, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღწევდა. ცუნამის შედეგად დაზიანდა ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი სისტემა, რასაც ბირთვული კატასტროფა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები