კიევში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – აქციაზე მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ევრომაიდნის მესამე წლისთავთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. აქციის ორგანიზატორები პოლიციას მშვიდობიანი აქციისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
ევროპის მოედნის მხრიდან მაიდნისკენ ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფი დაიძრა და საბურავებს ცეცხლი წაუკიდა. ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა “უკრიანული არჩევანის” ოფისსა და რუსული “სბერბანკის” განყოფილების მინები ჩაამსხვრიეს.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, მაიდანზე უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები