ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლებს

ვლადიმერ ჩაჩიბაია ვახტანგ კაპანაძეს ჩაანაცვლებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილება 22 ნოემბერს უჩერდება.
იზორიას განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუ ვინ შეცვლის ვახტანგ კაპანაძეს და გადაწყდა, რომ 22 ნოემბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარედგინება.
ლევან იზორიას განცხადებითვე ვახტანგ კაპანაძემ, ყველა ის მიზანი, რაც დასახული იყო, წარმატებით შეასრულა.
იზორიას ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენა ხვალ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები