რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა

რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მოსკოვის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადიმერ ნოსენკოვმა თავი მოიკლა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ნოსენკოვმა თავი სანადირო თოფით მოსკოვის ოლქში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე მოიკლა.
იარაღი ცხედრის მახლობლად აღმოაჩინეს.
მოსკოვის საგადასახადო სამსახურში ნოსენკოვი საერთო, სამეურნეო, რეგისტრაციის განყოფილებების საქმიანობას კურირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები