„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში რუსეთის 3 200 მოქალაქე იბრძვის

„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში სირიასა და ერაყში რუსეთის 3 200 მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ილია როგაჩევმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეს ხალხი რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რჩება და იქაურ ბანდფორმირებებს უერთდება.
„სწორედ ამ ადამიანების წყალობით ბანდფორმირებები ახალ წევრებს იღებენ და ტერორისტულ თავდასხმებს სულ უფრო მოხერხებული საშუალებების გამოყენებით აწყობენ“, – განაცხადა როგაჩევმა.
მისივე თქმით, ტერორისტები ახალ წევრებს ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ინტერნეტით „ავერბოვკებენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები