კარასინი – რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვას არ გეგმავს

საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადახედვას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. „საქართველო კვლავაც მოითხოვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩვენი პოზიციის შეცვლას. მაგრამ ეს არარეალურია. არარეალურია დრეს და არ იქნება რეალური არასოდეს. ჩვენ ამას რეგიონში შექმნილ ახალ რეალობებს ვუწოდებთ“ – განაცხადა კარასინმა. ამასთანავე კარასინმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებში 20102 წლის ბოლოდან მიღწეული პროგრესი და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან სწორედ თბილისმა გაარღვია. ასევე კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით „ილუზიების აგება საჭირო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები