საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტები აღკვეთა

სტრასბურგსა და მარსელში პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, რომლებიც ტერაქტებს ამზადებდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა. მისი თქმით, ტერაქტების მომზადება „დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“. დაკავებულთა შორის არიან ავღანეთის და მაროკოს, ასევე საფრანგეთის მოქალაქეები. მათი ასაკი 20–დან 37 წლამდეა. მინისტრის ინფორმაციით, მხოლოდ ამ თვეში ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად, პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა. მიმდინარე წელს კი საერთო ჯამში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 413 ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები