ტერეზა მეი ბრიტანელებს ჰპირდება, რომ მათი ქვეყანა უფრო ძლიერი და მდიდარი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ის ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს, რათა დიდი ბრიტანეთი „ბრექსიტის“ შემდეგ დიდი ბრიტანეთი უფრო ძლიერი და მდიდარი იქნება. ამის შესახებ მეიმ დიდი ბრიტანეთის მეწარმეთა კონფედერაციის კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას იმედი დაუბრუნდეს. უნდა გავატაროთ რეფორმები დროის მოთხოვნების შესაბამისად. მოდით ყველამ ერთად ავაშენოთ ძლიერი და სამართლიანი ბრიტანეთი“ – განაცხადა ტერეზა მეიმ.
მან ასევე პირობა დადო, რომ სამეცნიერო კვლევების დაფინანსება დიდ ბრიტანეთში 2020 წლისთვის 2 მილიარდი ფუნტით გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები