ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი არ დაუჭიროს

არის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა, რომელსაც შესაძლოა მხარი დავუჭიროთ, თუმცა არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს არ დავუჭერთ – ამის შესახებ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა , პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მძაფრი შეკითხვები ეკონომიკური გუნდის მიმართ არსებობს.
“არის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა, რომელსაც შესაძლოა მხარი დავუჭიროთ, თუმცა არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს არ დავუჭერთ. ვიცი, რომ ერთად უნდა ვუყაროთ კენჭი, თუმცა მხარდაჭერა შეიძლება განცხადებებით გამოიხატოს. საერთო გადაწყვეტილებაზე შევთანხდებით. არ გამოვრიცხავ, რომ მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები