ერთ-ერთი ვერსიით, გოგონამ თავი შეყვარებულის გამო მოიკლა – რას ამბობენ ადგილობრივები (ფოტოკოლაჟი)

შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი მისმა დამ და ერთ-ერთმა მუშამ დღეს დილით იპოვეს.
როგორც “კვირას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მარიამ ჯ.-ს ოჯახი რამდენიმე დღეა ეძებდა, დღეს დილით კი შემთხვევის ადგილზე გოგონას და და  მეგობრები მივიდნენ და კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშას ტერიტორიის დათვალიერება სთხოვეს.
მათ გოგონას ცხედარი მშენებარე კორპუსის პირველი სართულის ტერასაზე იპოვეს.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან, თუმცა მ რა მიზნით, არ იციან.
როგორც “კვირას” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გოგონამ თავი, სავარაუდოდ, შეყვარებულის გამო მოიკლა.
“კვირას“ ინფორმაციით გარდაცვლილის ოჯახი ადიგენიდან იყო და მისი მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილს ყიდდა.
ოჯახს კიდევ სამი შვილი ჰყავს, გარდაცვლილი მათი უფროსი შვილი იყო.
ისინი პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში ქირით ცხოვრობდნენ.
“რამდენიმე დღეა გაუჩინარებულია და დღეს, დას და მუშებს უპოვიათ, მერე პატრულში დაურეკავთ. ბავშვები ამ ადგილზე ხშირად იკრიბებიან, თუმცა რა მიზნით, არ ვიცი. გარდაცვლილს ქურთუკი და შარვალი ეცვა“, – აცხადებენ ადგილობრივები.

15151203_1144831308899201_1671043676_n 15139259_1144831302232535_707004679_n 15151235_1144831282232537_1155504152_n 15175453_1144831292232536_1230961603_n 15151537_1144831258899206_207420928_n 15128575_1144831268899205_1165173655_n 15151207_1144831222232543_390784027_n 15139281_1144831228899209_50886595_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები