პუტინი ტრამპთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპასუხო განცხადებას აკეთებს. პუტინი დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის ემზადება.
„ დონალდ ტრამპი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვთან ურთიერთობები გააუმჯობესოს, მე ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, იგივეს ვიზამ,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ლიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დონალდ ტრამპთან შეხვედრის თარიღი ჯერ არ განხილულა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო რიტორიკასა და რეალურ პოლიტიკას შორის ყოველთვის დიდი სხვაობაა.
“აშშ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა და იმაზე, თუ როგორ განვითარდება ის, რამდენად წარმატებით გადაწყვეტს ის მის წინაშე არსებულ პრობლემებს, მათ შორის სახელმწიფო ვალის პრობლემას, დამოკიდებული იქნება მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღის დონე”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები