ჩრდილოეთ დაკოტაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ჩრდილოეთ დაკოტას პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მომიტინგეები,ნავთობსადენის მშენებლობას აპროტესტებენ.
შეტაკებები მაშინ დაიწყო, როდესაც დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ხიდი განგებ გადაკეტეს, რომ მათ ქალაქში ჩასვლა და იქ დემონსტრაციის გამართვა ვერ შეძლონ. არეულობის დროს პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. არიან დაშავებულებიც. პროექტის თანახმად, ნავთობსადენის სიგრძე 1185 კილომეტრი უნდა იყოს, ის ჩრდილოეთ დაკოტას ილინოისთან აკავშირებს. პროექტის ღირებულება 3,7 მილიარდი დოლარია.
მილსადენის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია. დაკოტასა და მინესოტას საზღვარზე მილსადენმა მდინარე მისისიპი უნდა გადაკვეთოს, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ისინი შიშობენ, რომ ამან შესაძლოა, წყალი დააბინძუროს. ამას გარდა, საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშენებლობა იგეგმება ინდიელთა წმინდა ადგილებზე, ამიტომ აქტივისტები მილსადენის მარშრუტის შეცვლას ითხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობა ნავთობსადენის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები